მარინე იაშვილის სახელობის სიმებიან საკრავთა საერთაშორისო კონკურსი        მარინე იაშვილის კონკურსის განაცხადის ფორმა       





მარინე იაშვილის სახელობის სიმებიან საკრავთა საერთაშორისო კონკურსი


კონკურსის ჩატარების პირობები

  • მარინე იაშვილის სახელობის სიმებიან საკრავთა საერთაშორისო კონკურსი ტარდება 20 - 26 ივნისს 2019 წ., თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში (მის.: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის №8-10) და შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში (მის.: ქ. თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. №17);

კონკურსი ტარდება შემდეგ სპეციალობებში: ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი და არფა;

  • კონკურსი ჩატარდება 2 წელიწადში ერთხელ;
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა ეროვნების 10-დან 27 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლებს ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად:
    • ,,ა“ კატეგორია 10-11 წლის ჩათვლით
    • ,,ბ“ კატეგორია 12-13 წლის ჩათვლით
    • ,,გ“ კატეგორია 14-16 წლის ჩათვლით
    • ,,დ“ კატეგორია 17-19 წლის ჩათვლით
    • ,,ე“ კატეგორია 20-27 წლის ჩათვლით
  • კონკურსის ტურების რაოდენობა სხვადასხვაა და მითითებულია ცალკეული ინსტრუმენტის პროგრამაში;
  • წარმოდგენილ პროგრამებში ცვლილებები დაუშვებელია;
  • ნაწარმოებების შესრულების ხანგრძლივობა ზუსტად უნდა იყოს მითითებული;
  • მონაწილეთა გამოსვლის თანმიმდევრობას გადაწყვეტს კენჭისყრა;
  • კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა დიპლომი, ფინალისტები კი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით და დიპლომით;
  • კონკურსს აფასებს ჟიურის წევრები;
  • კონკურსის ჟიურის უფლება აქვს:
    • ა) არ გასცეს რომელიმე პრემია
    • ბ) გაყოს პრემიები
  • ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
  • კონკურსის მოსმენები საჯაროა და ღიაა ყველასათვის

პრემიები

ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით

სპეციალური პრემიები და პრიზები

ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით

ჟიური

ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით

კონკურსის მონაწილეთა მგზავრობა და განთავსება

სადემონსტრაციო ტექსტი

კონკურსში მონაწილეების ონლაინ განაცხადი

  • საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 აპრილი;
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა კონკურსის E-mail-ზე rondoklasika@gmail.com უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
    1. დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
    2. 2 ფოტოსურათი 9x12;
    3. პედაგოგის სახელი, გვარი, სასწავლებლის სრული დასახელება;
    4. კონკურსის პროგრამა, ყველა ნაწარმოების ხანგრძლივობის მითითებით;
    5. მონაწილეობის გადასახადის ქვითრის ასლი, 90 ლარი;
    6. საკონტაქტო ტელეფონი და e-mail-ი

ანგარიშსწორება

თანხა უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე:

"სს თი-ბი-სი" ბანკი

მიმღები: საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანება

საიდენტიფიკაციო კოდი: 405178105

ანგარიშის ნომერი: GE47TB7679436080100004

პროგრამა

 

სიმებიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი და არფა)

 

ვიოლინო

 

"ა" კატეგორია (10-11 წ.)

ორი განსხვავებული ჟანრის ნაწარმოები, მაქს.  10 წთ.

 

"ბ" კატეგორია (12-13 წ.)

 

I ტური

  1. ბაროკოს ეპოქის ნაწარმოები;
  2. ერთი ვირტუოზული პიესა.

II ტური

  1. ნებისმიერი სავიოლინო კონცერტის I ან II და III ნაწილები.

 

"გ" კატეგორია (14-15-16 წ.)

 

I ტური

  1. ი.ს. ბახის ნებისმიერი სავიოლინო პარტიტის 2 ნაწილი (ნელი, ჩქარი);
  2. ერთი ნებისმიერი ვირტუოზული ეტიუდი ან კაპრისი.

II ტური

  1. ერთი ვირტუოზული პიესა;
  2. ნებისმიერი სავიოლინო კონცერტის I ან II და III ნაწილები.

 

"დ" კატეგორია (17-18-19 წ.)

 

I ტური

  1. ი.ს. ბახის ნებისმიერი სავიოლინო პარტიტის 2 ნაწილი (ნელი, ჩქარი);
  2. ერთი ვირტუოზული კაპრისი (პაგანინი, ვენიავსკი);
  3. ვ. ა. მოცარტის სავიოლინო კონცერტის I ნაწ. კადენციით (G major, KV 216; D major, KV 218; A major, KV 219).

II ტური

  1. ერთი ვირტუოზული პიესა;
  2. ნებისმიერი სავიოლინო კონცერტის I ან II და III ნაწილები.

 

"ე" კატეგორია (20-27 წ.)

I ტური

  1. ი.ს. ბახის ნებისმიერი სავიოლინო სოლო სონატის 2 ნაწილი (ნელი, ჩქარი);
  2. ერთი ვირტუოზული კაპრისი (პაგანინი, ვენიავსკი);
  3. ვ. ა. მოცარტის სავიოლინო კონცერტის I ნაწ. კადენციით (G major, KV 216; D major, KV 218; A major, KV 219).

II ტური

  1. ერთი ვირტუოზული პიესა;
  2. ნებისმიერი სავიოლინო კლასიკური სონატის პირველი ნაწილი (მოცარტი, ბეთჰოვენი).

III ტური

  1. ნებისმიერი სავიოლინო კონცერტი მთლიანად.

 

ალტი

 

"ა" კატეგორია (16-17 წ.)

I ტური

  1. ბაროკოს ან კლასიკური პერიოდის ნაწარმოებები;
  2. ერთი ვირტუოზული ეტიუდი ან კაპრისი.

II ტური

  1. ვირტუოზული პიესა ალტისათვის;
  2. ნებისმიერი კონცერტი ალტისთვის, I ან II და III ნაწილები.

 

"ბ" კატეგორია (18-19-20-21 წ.)

I ტური

  1. ორი ნაწილი ი.ს. ბახის ჩელოს სუიტიდან ალტისათვის;
  2. ერთი ვირტუოზული ეტიუდი ან კაპრისი.

II ტური

  1. ერთი საკონცერტო ნაწარმოები;
  2. ნებისმიერი კონცერტი ალტისთვის, I ან II და III ნაწილები.

 

"გ" კატეგორია (22-27 წ.)

I ტური

  1. ორი ნაწილი ი.ს. ბახის ჩელოს სუიტიდან ალტისათვის;
  2. ერთი ვირტუოზული ეტიუდი ან კაპრისი.

II ტური

  1. ერთი საკონცერტო ნაწარმოები;
  2. ნებისმიერი სონატა ალტისთვის, პირველი ნაწილი.

III ტური

  1. ნებისმიერი კონცერტი ალტისთვის მთლიანად.


ჩელო

 

"ა" კატეგორია (11-12 წ.)

ორი განსხვავებული ჟანრის ნაწარმოები, მაქს.  10 წთ.

 

"ბ" კატეგორია (13-14 წ.)

I ტური

  1. ერთი ნებისმიერი ეტიუდი ან კაპრისი;
  2. ვირტუოზული პიესა.

II ტური

  1. ნებისმიერი სავიოლონჩელო კონცერტის I ან II და III ნაწილები.

 

"გ" კატეგორია (15-16-17 წ.)

I ტური

  1. ბაროკოს ან კლასიკური პერიოდის ნაწარმოები;
  2. ერთი ნებისმიერი ვირტუოზული ეტიუდი ან კაპრისი;
  3. ნებისმიერი ვირტუოზული პიესა.

II ტური

  1. ნებისმიერი სავიოლონჩელო კონცერტის I ან II და III ნაწილები.

 

"დ" კატეგორია (18-19-20 წ.)

I ტური

  1. ორი ნაწილი ი.ს. ბახის ჩელოს სუიტებიდან (ნელი, ჩქარი);
  2. სავიოლონჩელო სონატის ერთი ნაწილი.

II ტური

  1. ვირტუოზული პიესა ჩელოსათვის;
  2. ნებისმიერი სავიოლონჩელო კონცერტის I ან II და III ნაწილები.

 

"ე" კატეგორია (21-27 წ.)

I ტური

  1. ორი ნაწილი ი.ს. ბახის ჩელოს სუიტებიდან (ნელი, ჩქარი);
  2. ნებისმიერი სავიოლონჩელო სონატის პირველი ნაწილი;
  3. ვირტუოზული პიესა ჩელოსათვის.

II ტური

  1. ნებისმიერი სავიოლონჩელო კონცერტი მთლიანად.

 

კონტრაბასი

 

20-27 წ.

I ტური

  1. ორი განსხვავებული ხასიათის ნაწარმოები;

II ტური

  1. ერთი დიდი ფორმის ნაწარმოები.

 

არფა

 

"ა" კატეგორია (10-11 წ.)

თავისუფალი პროგრამა, მაქს. - 7 წთ.

 

"ბ" კატეგორია (12-13 წ.)

  1. ორი განსხვავებული ხასიათის ნაწარმოები;

 

"გ" კატეგორია (14-15-16 წ.)

  1. ერთი დიდი ფორმის ნაწარმოები;
  2. ერთი ნებისმიერი საკონცერტო პიესა.

 

"დ" კატეგორია (17-18-19 წ.)

  1. ერთი დიდი ფორმის ნაწარმოები;
  2. ერთი ნებისმიერი საკონცერტო პიესა.

 

"ე" კატეგორია (20-27 წ.)

I ტური

  1. ორი განსხვავებული ხასიათის ნაწარმოები.

II ტური

  1. ერთი დიდი ფორმის ნაწარმოები.

კონკურსის განრიგი

20 ივნისი

18:00

კონკურსის საზეიმო გახსნა და კონცერტი

სოლისტები: ალეხანდრო დრაგო

                  რომან სიმოვიჩი

კონსერვატორიის დიდი დარბაზი

 

21 ივნისი

09:30

I ტური

კატეგორია – დ, ე

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი

22 ივნისი

09:30

 

 

I ტური

კატეგორია – ბ, გ

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი

23 ივნისი

09:30

 

 

II ტური

კატეგორია – დ, ე

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი

24 ივნისი

09:30

 

15:00

17:00

II ტური

კატეგორია – ბ,

კატეგორია - ა

კატეგორია - გ

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი

 

24 ივნისი

17:00

არფა -  I ტური

კონსერვატორიის მუზეუმი

25 ივნისი

17:00

 

17:00

III ტური

კატეგორია – ე, (ვიოლინო, ალტი, ჩელო)

არფა – II ტური

კონსერვატორიის დიდი დარბაზი

 

კონსერვატორიის მუზეუმი              

26 ივნისი

 17:30

კონკურსის საზეიმო დახურვა, ლაურეატთა დაჯილდოვება და გალა-კონცერტი

კონსერვატორიის დიდი დარბაზი

 

დარბაზი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი

მის: ალ. გრიბოედოვის №8-10


რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზი

მის: რუსთაველის გამზ. №17




მარინე იაშვილის სახელობის სიმებიან საკრავთა საერთაშორისო კონკურსი






მარინე იაშვილის სახელობის სიმებიან საკრავთა საერთაშორისო კონკურსი


ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით




Under Construction