ა(ა)იპ "საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანება" დაარსდა 2016 წელს. დამფუძნებლები არიან: მანანა ქანთარია, მერი ჟვანია, ნატო მაღალაშვილი, ნათია ქავთარაძე, ნინო ხელაშვილი, ქეთევან ლებანიძე. "საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანებაში" გაწევრიანებულები არიან ცნობილი ქართველი მუსიკოსები და საზოგადო მოღვაწეები: ოთარ ჩუბინიშვილი, ნოდარ ჟვანია, თამაზ ბათიაშვილი, ნინო ჭირაქაძე, მანანა ახმეტელი, გიორგი შავერზაშვილი და სხვა.
გაერთიანების მიზანია მუსიკალური კონკურსებისა და ფესტივალების მოწყობა, სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიებების განხორციელება, მასტერკლასების ჩატარება მოწვეული მსოფლიო რანგის მუსიკოსების მიერ, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენა და მათი ხელშეწყობა პროფესიული დონის ასამაღლებლად.
ა(ა)იპ "საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანების" მიერ ჩამოყალიბდა კონკურს-ფესტივალები საერთო სახელწოდებით "რონდო-კლასიკა", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურეატი, პროფესორი, ოთარ ჩუბინიშვილი.
"რონდო კლასიკა"-ს მხარდამჭერები არიან საქართველოს მუსიკალური საზოგადოება, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.