ჩვენ შესახებ


ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურს-ფესტივალი "რონდო კლასიკა"


ა(ა)იპ "საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანება" დაარსდა 2016 წელს. დამფუძნებლები არიან: მანანა ქანთარია, მერი ჟვანია, ნატო მაღალაშვილი, ნათია ქავთარაძე. "საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანებაში" გაწევრიანებულები არიან ცნობილი ქართველი მუსიკოსები და საზოგადო მოღვაწეები: ოთარ ჩუბინიშვილი, კონსტანტინე ვარდელი, ნოდარ ჟვანია, თამაზ ბათიაშვილი, ნინო ჭირაქაძე, მანანა ახმეტელი, ნინო მამრაძე და სხვა.

გაერთიანების მიზანია მუსიკალური კონკურსებისა და ფესტივალების მოწყობა, სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიებების განხორციელება, მასტერკლასების ჩატარება მოწვეული მსოფლიო რანგის მუსიკოსების მიერ, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენა და მათი ხელშეწყობა პროფესიული დონის ასამაღლებლად. 

ა(ა)იპ "საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანების" მიერ ჩამოყალიბდა კონკურს-ფესტივალები საერთო სახელწოდებით "რონდო-კლასიკა", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი, მევიოლინე მანანა ქანთარია.

  1.  სიმებიან და ჩასაბერ საკრავთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი   
  2.  ფლეიტისტების  მე-3 ფესტივალი "საქართველო 2017"
  3.  საშობაო კონკურს-ფესტივალი "რონდო-კლასიკა"
  4.  ო. თაქთაქიშვილის სახელობის ეროვნული კონკურს-ფესტივალი
     

"რონდო კლასიკა"-ს მხარდამჭერები არიან საქართველოს მუსიკალური საზოგადოება, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.