ჰოუმმარტი


ჰოუმმარტი

თბილისში, ქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე № 37ლ-ში მდებარეობს ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი, რომლის მეორე სართული - „ჰოუმმარტი“ ძირითადად სახლის თემატიკას უკავშირდება. თუ გსურთ სახლის გემოვნებით მოწყობა, სწორედ „ჰოუმმარტს“ უნდა ესტუმროთ. სავაჭრო ცენტრში მისულ მომხმარებელს, აქვს მრავალფეროვანი არჩევანი, როგორც სახლის გემოვნებით და დახვეწილად მოსაწყობად, ასევე სხვადასხვა ტიპის საინტერესო პროდუქციის შესაძენად:  სახლის ავეჯი, დეკორაცია, ჭურჭელი, სახლის აქსესუარები, ოთახის განათება, საოჯახო ტექნიკა, ქალის სამკაული და თეთრეული, ფიტნესი და სპორტული ტანსაცმელი, სათამაშოების დიდი არჩევანი ბავშვებისთვის. აღსანიშნავია, ასევე სავაჭრო ცენტრში არსებული ყავის დიდი არჩევანი. აქ შეხვდებით ყავის ექვსამდე ობიექტს, შეგიძლიათ შეიძინოთ მოხალული ყავა ან ადგილზე მიირთვათ. დააგემოვნოთ „Wendy’s“-ის , და Dunkin Donuts’“- ის ყავა.  ასევე იყიდება ნესპრესოს აპარატები და მისი კაფსულები. გვერწმუნეთ, ყავის არც ერთი მოყვარული დარჩება გულგრილი. მათთვის კი, ვინც ჯანსაღ ცხოვრებას ეწევა, ღამის საათებშიც შეუძლიათ ესტუმრონ „ასპრია“ ფიტნესს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ემსახურება მომხმარებლებს.

სავაჭრო ცენტრს მომხმარებელთათვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ორ სართულიანი მიწისქვეშა სადგომი ავტომობილებისთვის. პირველ სართულზე ფუნქციონირებს წარმატებული ჰიპერმარკეტების ქსელი „Smart“-ი, სწრაფი კვების ობიექტი „ Wendy’s“-ი და „Dunkin Donuts’“-ი. პირველ სართულზე ასევე წარმოდგენილია სხვა და სხვა ბრენდის მაღაზიები და სერვის ცენტრები: VTB ბანკი, აფთიაქი „ფარმადეპო“, ვილეროი & ბოხი, ჩაიმანია, „დელფოსი“, „Hello Kitty”, “Orange Elephant” და სხვა. აქვე შეგახსენებთ სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე არსებული მაღაზიების ჩამონათვალს, ესენია: Megatechnica, Super Home, Super, Super Toys, Super Home, Brabantia, Laboratory My Home, English Home, Lotto, Penti, LifeStyle, Musera, Mandarina, Brandani, Divani, Aurelka Orthopedic Shoes, Lismedic, Ninuca Accessories, Game Zone, Coffee Paradise.

ჩვენი სავაჭრო ცენტრის თავზე,  პარტნიორი კომპანია “არქი ჯგუფი“ ახორციელებს 23 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის „არქი თაუერის“ მშენებლობას, რომლის ფარგლებშიც ასევე იგეგმება ენერგოეფექტური კოტეჯების მშენებლობა რეკრეაციული ზონით და საბავშვო მოედნებით. აღნიშნული პროექტი დასრულდება 2016 წელს.

თუ ხშირად გიჩნდებათ კითხვა, სად შეარჩიოთ ყველაზე ორიგინალური ნივთი, როდესაც ახლობელი ადამიანისთვის საჩუქრის ყიდვას გადაწყვეტთ, ან ახალ ბინაში გადადიხართ და სახლის გემოვნებით მოწყობა გსურთ, პასუხი მარტივია - უბრალოდ უნდა ესტუმროთ ჭავჭავაძის გამზ. #37ლ-ში მდებარე სავაჭრო ცენტრს - „ჰოუმმარტი“. აქ ყველაფერია თქვენი სახლისთვის, საყვარელი ადამიანისთვის და ბავშვებისთვის.

„ჰოუმმარტი“ - ყველაფერი სახლისთვის!!!